“საპენსიო რეფორმას აქვს უდიდესი სოციალური დატვირთვა“ – გიორგი გახარია

დაგროვებითი პენსია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სისტემაში ჩართვის აუცილებლობას სისტემის მდგრადობის შენარჩუნების მოტივით ხსნის. გახარიას თქმით, აღნიშნული არის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს ეკონომიკისთვის აუცილებელია:

“საპენსიო რეფორმას აქვს უდიდესი სოციალური დატვირთვა. ეს მოდელი იყო არჩეული ყველა იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას როგორც ეკონომიკურად, ასევე დემოგრაფიულად.

რაც შეეხება იმას, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის რატომ გახდა სავალდებულო სისტემაში ჩართვა, ეს კომპონენტი ჩვენს პირობებში აუცილებელი იყო იმისთვის, რომ გარკვეული მდგრადობა მთლიანად საპენსიო სისტემას შეენარჩუნებინა. ეს არის ძირითადი მოტივაცია, რის გამოც სავალდებულოობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულოა. 40 წელს ზევით და თვითდასაქმებული მოქალაქეებისთვის კი ნებაყოფლობითი.

banner
წინა სტატიაშიერთადერთი კითხვა გვაქვს ჩვენ ოპოზიციასთან, თქვან უნდათ თუ არ უნდათ ეს ცვლილებები – ჩუგოშვილი
შემდეგი სტატიაესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო