ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა გმირთა მოედანზე საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
ესტონეთის პრეზიდენტი გმირთა მემორიალზე ესტონეთის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაში“საპენსიო რეფორმას აქვს უდიდესი სოციალური დატვირთვა“ – გიორგი გახარია
შემდეგი სტატიაოპოზიცია შეცდომას უშვებს,ეს არ არის საკონსტიტუციო კომისია-მდინარაძე