ერთადერთი კითხვა გვაქვს ჩვენ ოპოზიციასთან, თქვან უნდათ თუ არ უნდათ ეს ცვლილებები – ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტს ეხმაურება და ოპონენტთა პროტესტს პროცესისადმი, “არასერიოზულს და უპასუხისმგებლოს” უწოდებს.

„ოპოზიციამ უნდა გასცეს მარტივ კითხვას პასუხი, მე არ მაქვს პასუხი გასაცემი, მათ აქვთ პასუხი გასაცემი – უნდათ ეს ცვლილებები, თუ არ უნდათ ეს ცვლილებები. ერთადერთი კითხვა გვაქვს ჩვენ მათთან, თქვან უნდათ თუ არ უნდათ. მე ვფიქრობ, რომ მათ მხრიდან უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულება არის და კიდევ ერთხელ თქვან უნდათ თუ არ უნდათ ცვლილებები და მერე გადაწყვიტონ ბოიკოტზე გადიან თუ არ გადიან. მე მგონი ამაზე კითხვებიც არ ჩნდება, პოზა არის და სრულიად უპასუხისმგებლო,“-განაცხადა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიbjork-ის მადლობა “ინსტრაგრამზე”
შემდეგი სტატია“საპენსიო რეფორმას აქვს უდიდესი სოციალური დატვირთვა“ – გიორგი გახარია