საპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ. ხ. და 1989 წელს დაბადებული ს. გ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ დიღმის ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა. მისი მძღოლის ს.გ.-ს და მგზავრის – ნ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია: 49 მცირე შეკვრად დაფასოებული და ერთი მოზრდილი შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. ბიო, ასევე, ერთი აბი „ექსტაზი“ და ორი შეკვრა თეთრი ფერის ფხვნილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცხრა აბი და ერთი ნატეხი „ექსტაზი“ და ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით.

banner
წინა სტატიაში“ვიკილიქსის” დამფუძნებელი დააკავეს, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შემდეგი სტატიასაპროტესტო მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე-ტაქსის მძღოლები მორიგი აქციისთვის ემზადებიან