“ვიკილიქსის” დამფუძნებელი დააკავეს, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააპატიმრეს. მას აშშ-მ ბრალი “კომპიუტერული თავდასხმის შეთქმულებაში” დასდო, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბრალდების მხარის განცხადებით ასანჟი და ჩარლი მენინგი შეთანხმდნენ, რომ საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტებს მოიპარავდნენ და მას გამოაქვეყნებდნენ. ბრიტანეთის პოლიციამ ასანჟი აშშ-ს თხოვნით დააპატიმრა, რომლის შემდეგადაც ეკვადორმა უარი თქვა მისთვის თავშესაფრის მიცემაზე – ასანჟი ეკვადორის საელჩოში უკვე შვიდი წელია ცხოვრობს.
როგორც “ბიბისი” ავრცელებს, ლონდონის პოლიცია საელჩოში დილით მივიდა. ასანჟმა მათ წინააღმდეგობა გაუწია. ეკვადორის პრეზიდენტმა “ტვიტერზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ აძლევს ასანჟს თავშესაფარს. მისი თქმით, ასანჟმა არა ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართალი.

banner
წინა სტატიაშიცხენისა და ვირის ხორცის საქონლის ხორცის სახით რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი ამხილეს
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა