საპროტესტო მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე-ტაქსის მძღოლები მორიგი აქციისთვის ემზადებიან

ტაქსის მძღოლები მორიგი მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან. მათი მსვლელობა აგრარული უნივერსიტეტიდან დაიწყება და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება. 3 ათასამდე მძღოლი კახა კალაძის მიერ დაწყებულ რეფორმას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს. ისინი დედაქალაქის მერს მოუწოდებენ, უარი თქვას რეგულაციებზე, არ შეიცვალოს მანქანების ფერი და დაუბრუნონ მძღოლებს ძველი საპარკინგე ადგილები.

„ნაადრევია ჩვენი აზრით ეს მოთხოვნები. მთავარი მოთხოვნა არის რომ მარჯვენა საჭიანებს ე.წ. ბ კატეგორიას დართონ ნება მუშაობის და მგზავრის აყვანის,“-განაცხადამძღოლების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვალერი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიატაქსის მძღოლების მორიგი აქცია – კახა კალაძე ახალი რეგულაციების გადავადებას არ აპირებს