საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება.

სინოდის წევრები სავარაუდოდ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე იმსჯელებენ.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ დავით შარაშენიძის განცხადებით, სინოდის სხდომა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხელმძღვანელობით ჩატარდება.

წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიევროკომისარის აზრით, ლე პენის გამარჯვება ევროპის დასასრული იქნება
შემდეგი სტატიაავარია გურჯაანის რაიონში-“ოპელის” მარკის ავტომობილი კრიმინალური პოლიციის კუთვნილ პიკაპს შეეჯახა