ევროკომისარის აზრით, ლე პენის გამარჯვება ევროპის დასასრული იქნება

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებში “ნაციონალური ფრონტის” ლიდერის, მარინ ლე პენის გამარჯვება ევროპის დასასრულს ნიშნავს – განაცხადა ეკონომიკასა და ფინანსურ საქმეებში ევროკომისარმა პიერ მოსკოვისმა გერმანულ Die Zeit-თან ინტერვიუში. მოსკოვისის თქმით, თუკი საფრანგეთი, ლე პენის წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, ევროკავშირიდან და ევროზონიდან გავა, მაშინ, თანამედროვე ევროპა არსებობას შეწყვეტს. მაგრამ ევროკომისია, მსგავსი სცენარისთვის არც ემზადება. “ჩვენი გეგმა “ა” – მისი დამარცხებაა. მე იმედი მაქვს, რომ ის დამარცხდება, ეს მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება იმისი, რომ ფრანგები მის სიტყვებზე არ წამოეგნენ” – განაცხადა ევროკომისარმა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის აპრილში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშინატოს გენერალური მდივანი კოსოვოს სურვილის გამო, საკუთარი არმიის შექმნის შესახებ, შეშფოთებულია
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება