საპატრიარქოს უღმერთო კოლეგია, მეუფე პეტრესთან დაკავშირებით ავრცელებს ცილისმწამებლურ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს

რუსეთის მეხუთე კოლონის, პუტჩისტებისა და კოლაბორაციონისტების, ანუ საქართველოს საპატრიარქოს უღმერთო კოლეგია, მეუფე პეტრესთან დაკავშირებით ავრცელებს სხვადასხვა ტიპის ცილისმწამებლურ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რაც დიდი ალბათობით პირდაპირ მართულია შორენა თეთრუაშვილის ტროლ/ბოტთა ტექნოლოგიური კანტორიდან.

🔴ჯერ იყო და გაუვრცელეს, რომ ვითომ და “საბერძნეთის ეკლესიის ერთ-ერთი სქიზმატური დაჯგუფების იურისდიქციაში გადადის და საქართველოს დე-ფაქტო პატრიარქად ინიშნებაო” – სრული ბოდვა, ცილისწამება, ნონსენსი და აბსურდი, რაც თავადაც საჯაროდ დაგმო და უარყო მეუფემ! არალეგიტიმურში რატომ წახვალ, როცა ლეგიტიმურს თავისუფლად ელევი?!

🔴შემდეგ გაუვრცელეს (მეუფე იაკობის პირით) ვითომ და “ორი მილიონის მითვისება” – სრული ბოდვა და ცილისწამება! მეუფეს უკლებლივ ყველა თეთრის მიზნობრიობა და ხარჯთაღრიცხვა აქვს დოკუმენტურად აღნუსხული, სადაც ნათლად დასტურდება, რომ თითოეული ლარი გაწერილად გაიხარჯა და მოხმარდა ტელეკომპანია “ერთსულოვნებას”!

🔴 მავნებლურად დაიწყეს მცდელობა მის განცხადებებში პოლიტიკური მდგენელის (ნაცები, მიშა) მოძიება, რაც ასევე სრული ცილისწამება და ალოგიკური ბოდვაა. დასარწმუნებლად კი მივყვეთ მარტივ ლოგიკას: წარმოიდგინეთ სუსი, რომელიც ხშირად გვიქვეყნებს ხოლმე “არაავთენტურ” გვარამია-სააკაშვილის, ცისკარიშვილი-სააკაშვილის, ადეიშვილი-სააკაშვილის, წიკლაური-სააკაშვილის, ბობოხიძე-სააკაშვილის და ა.შ. სატელეფონო ან იმეილ-დიალოგებს, სადაც მოგვისმენია და აღმოგვიკითხავს კიდეც ანტიკონსტიტუციური და დანაშაულის შემცველი მოწოდებები და ეგეთი რამე, რომ ბუნებაში არსებობდეს ვინმე პოლიტიკოსთან მიმართებით, აქამდე არ “გააშავებდა” მავანი – მეუფე პეტრეს სამხილებლად, თუნდაც ე.წ. უკრაინული ვიკილიქსით? არ იკადრებდნენ ხელისუფლებიდან თუ რა?! ამით ხომ დამტკიცდებოდა პრემიერ გახარიას ვერსიაც “ესკალაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის” მცდელობაზე!

🔴 შემდეგი ბრალდება ეხებოდა “მეუფე პეტრეს მხრიდან ეპარქიის ქონების (რომელიც სხვათაშორის მთლიანად მან შექმნა და პირადი შრომით მოიმუშაკა) მითვისებას და არ დათმობას”, რაც რაღა თქმა უნდა სრული სისულელე და ცილისწამებაა, რადგან თავად საპატრიარქოს საფინანსო და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებიც კი ვერ ფარავდნენ აღფრთოვანებას – მეუფე პეტრეს მხრიდან ქონების სრულად და უპრეტენზიოდ დათმობის შესახებ! ფაქტობრივად, გარდა პირადი მოხმარების საგნებისა, მეუფეს აბსოლუტურად არაფერი არ წამოუღია ეპარქიიდან! ამას ოპონენტი საპატრიარქოც კი არ ამბობს!..

🔴 ბრალდებათა შორის იყო აგრეთვე ვითომ და “ბიძინა ივანიშვილთან მეუფე პეტრეს ფარული ალიანსი”, რაც ასევე ძალიან დიდი სიბრიყვე და ალოგიკური ბოდვაა. უბრალოდ ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ისედაც დელეგიტიმირებული, დასუსტებული და რეპუტაციაშერყეული სახელმწიფო აპარატი, რომელიც არჩევნებისათვის გამალებით ემზადება და ოფიციალურ ეკლესიას დივიდენდებისთვის იყენებს, სუიციდის როლში ვერანაირად ვერ ჩადგება და ვერ გააწბილებს “ცოცხალი წმინდანის” კულტს ამოფარებულ “რელიგიურობას”, რომლითაც ელექტორატის მოსანუსხად ყოველთვის მანიპულირებს! ახლა ხომ ყველაზე ნაკლებად მთავრობას არ აწყობს “არჩევნების გარანტორად” მდგარი პატრიარქის ავტორიტეტის შელახვა!

🔴 გაჩნდა ახალი ცილისმწამებლური და ყოვლადუტიფრული ბრალდებაც “მეუფე პეტრეს ვითომ და მექალთანეობის” შესახებ. ამგვარი ბოდვის გასააზრებლად, უბრალოდ ერთი წუთით წარმოიდგინეთ საკუთარი გუნდის მდედრობითი წევრების რეპუტაციის არდამნდობი და სხვა ოპონენტთა “გამფუჭებელი” ხელისუფლება, როგორ უცებ მოახდენდა დისკრედიტაციასა და ვიდეომხილებას მეუფე პეტრესი, რომელიც არც მთავრობას არ ინდობს ზნეობრივი და მოქალაქეობრივი გადასახედიდან კრიტიკაში და არც იერარქიას!

შესაბამისად, პირუთვნელმა საზოგადოებამ თავად გამოიტანეთ დასკვნა და გვერდს ნუ აუვლით ლოგიკას.

P.S. ახლა კი, როცა მეუფე პეტრე წმ. სინოდის სხდომის ღია ეთერში, საპატრიარქოს ტელევიზიაზე (Live) გადაცემას ითხოვს (ასეთი პრაქტიკა ბევრ ავტოკეფალურ ეკლესიაში არსებობს), სადაც ოფიციალურად წარადგენს ყველა სამხილს, მტკიცებულებას და მოწმეებს, ცხადია საპატრიარქოს აქვს შესანიშნავი საშუალება, რომ თავისი “უდანაშაულობა” დაამტკიცოს და მეუფე პეტრე “ცილისწამებაში” გაფაქტოს. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი საპატრიარქო და სინოდი ამაზე არ დათანხმდებიან, დამნაშავის ვინაობა და უარის თქმის მიზეზი მგონი ძნელი აღარ უნდა იყოს თქვენთვის!

ძალაუფლებას, წოდებას, სტატუსს, გავლენას, პირობებსა და სიმშვიდეს მხოლოდ მართალი, დარწმუნებული, სუფთა და პრინციპული კაცი თუ შეელევა!

ღიაობასა და საჯაროობას მხოლოდ მართალი მხარე თუ მოითხოვს!.. წერს გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიახალგორში მძიმედ დაშავებული ქალის სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია – დე ფაქტო რეჟიმი პაციენტს თბილისში კვლავ არ უშვებს
შემდეგი სტატია(Foto) ჩატარდეს ამ ხელწერილის ექსპერტიზა, ეკუთვნის თუ არა ის მიტროპოლიტ ზოსიმეს!