ახალგორში მძიმედ დაშავებული ქალის სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია – დე ფაქტო რეჟიმი პაციენტს თბილისში კვლავ არ უშვებს

ამ დრომდე უცნობია როდის განხორციელდება ახალგორში დაშავებული თამარ გიგაურის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.

ცხინვალის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს დაშავებულის შესაბამის მკურნალობას. გიგაურის ოჯახის წევრების მოთხოვნის მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმი ქალის თბილისში გადმოყვანის საშუალებას ამ დრომდე არ იძლევა.

“ველოდები, რომ მოხდება მისი გადმოყვანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამისი საჭიროება დგას და ამას ითხოვს თვითონ დაშავებული ქალბატონიც, იქ არ არის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება,”- ამბობს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

60 წლის ქალი ორი დღის წინ 7 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია ევროკავშირის მისია და წითელი ჯვარი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის საპარლამენტო მდივნად ბექა დოჭვირი დაინიშნა
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს უღმერთო კოლეგია, მეუფე პეტრესთან დაკავშირებით ავრცელებს ცილისმწამებლურ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს