საპარლამენტო პარტიების დეკლარაცია ვარშავის სამიტისთვის

დოკვარშავის ნატო-ს სამიტის წინ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივი დეკლარაცია მოამზადეს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ურყევ მხარდაჭერას ეხება.

„ამ დოკუმენტის ხელმომწერ საქართველოს პოლიტიკურ საპარლამენტო პარტიებს წარსულიდან მოყოლებული აქვთ არსებითი საშინაო პოლიტკური უთანხმოება. თუმცა ჩვენ ერთიანი ვართ ერთ პრინციპთან დაკავშირებით: საქართველოს არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო და ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილი, ააშენოს ევროპული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს თავისუფლებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოებას და მიისწრაფვის ევროატლანიტკურ ინსტიტუტებში სრული ინტეგრაცისკენ. საქართველოს სურს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროატლანიტკური საზოგადოების კოლექტიურ უსაფრთხოებაში, დემოკრატიასა და კეთილდღეობაში. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს წინაშე რეგიონში არსებულ განსაკუთრებულ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მირ, რომელმაც მის მიერ კონტროლირებადი რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

საქართველოში 25 წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიისა და 2008 წელს მისი ინტერვენციის შედეგად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, რომელიც მოცულია ტერიტორიული დავებით და გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს მიმდინარე შეიარაღებულ კონფილქტებთან. თუმცა აჩვენი მდებარეობა ასევე მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ლოჯისტკური და ენერგეტიკული დერეფანი. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენი მეზობლების ქმედებებს და არუნდა ვიყოთ მათი ქმედებების მძევლები. როგორც საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ მხარს ვუჭერთ კეთილმეზობლური ურთიერთობების, თვაისუფალი და ღია ვაჭრობის, დიალოგისა და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვტის პრინციპებს. თუმცა ჩვენ ასევე მზად ვართ, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მივისწრაფით ევროატლანიტკური საზოგადოებაში ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროკავშირში, ნატო-სა და სხვა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში სრული ინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერისკენ”, – ნათქვამია დეკლარაციაში, რომელსაც ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, „ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები“, „კონსერვატორები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სენატი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასნაიპერული სროლის შედეგად დალასში ხუთი პოლიციელი მოკლეს