აშშ-ის სენატი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სენატმა მიიღო ნატო-ს შესახებ რეზოლუცია (S.Res. 506), რომელიც 8-9 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს ვარშავის სამიტს და აშშ-ის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღიარებულია საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები, ასევე საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტებისგაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა.

მათივე ინფორმაციით, რეზოლუციაში ხაზგასმულია “ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ასევე აღნიშნულია ნატო-საქართველოს “ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის“ როლი საქართველოსა და ალიანსის წევრებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნულია, რომ უკრაინაში 2014 წელს რუსეთის ფედერაციის შეჭრის შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონოდ კონტროლირებულ ტერიტორიებს ყირიმიც დაემატა. რეზოლუცია მხარს უჭერს ნატო-ს ძალისხმევას, რომელიც ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების დაძლევისკენ არის მიმართული და მოუწოდებს ალიანსის წევრებს ნატო-ს ვარშავის სამიტზე ერთობის და სოლიდარობის გაძლიერებისა, და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აშშ-ის სენატის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღება და მასში საქართველოს მხარდამჭერი დებულებების ასახვა ნათლად ადასტურებს აშშ-ს კონგრესის ზედა პალატისორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ, ისევე როგორც ბოლო პერიოდში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების აღიარებას.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: მოლოდინი, რომელიც გვაქვს, ხვალ დადასტურდება
შემდეგი სტატიასაპარლამენტო პარტიების დეკლარაცია ვარშავის სამიტისთვის