სნაიპერული სროლის შედეგად დალასში ხუთი პოლიციელი მოკლეს

33სნაიპერული სროლის შედეგად, ხუთი პოლიციელი მოკლეს და ექვსი დაჭრეს საპროტესტო აქციის დროს, რომელიც პოლიციელების მიერ ორი შავკანიანის მოკვლის შემდეგ დაიწყო.
პოლიციელების მკვლელობის ბრალდებით სამი ეჭვმიტანილი დააკავეს.
ადრე დალასის პოლიციის შეფმა, დევიდ ბრაუნმა განაცხადა, რომ მისი თანამშრომლები მოლაპარაკებას აწარმოებენ სარდაფში დამალულ შეიარაღებულ პირთან, რომელიც ვინტოვკიდან ისროდა.

“მოლაპარაკებებისას, შეიარაღებულმა პირმა განაცხადა, რომ ის რაც შეიძლება მეტი პოლიციელის მოკვლას აპირებს, იქამდე, სანამ თვითონ არ მოკვდება და რომ სარდაფი და ქალაქის რამდენიმე ადგილი დანაღმულია” – განაცხადა ბრაუნმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თვითონ ჩაბარდა, ერთი კი სროლების შემდეგ დააკავეს. მისი დაკავების ადგილიდან რამდენიმე მეტრში საეჭვო ყუთი იქნა ნაპოვნი. მიმდინარე მომენტში მას შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.

1

პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ორი დღის მანძილზე ქსელში ორი ვიდეო გავრცელდა. ვიდეოები სხვადასხვა შტატში იყო გადაღებული და აღბეჭდილი იყო პოლიციელების მიერ აფროამარიკელების მკვლელობა.
ერთი ვიდეო ლუიზიანას შტატშია გადაღებული. მეორე მინესოტის შტატში. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ პოლიციელების მხრიდან აფროამარიკელების მკვლელობა ყველა ამერიკელს ეხება: “ეს შავკანიანების პრობლემა არ არის. ეს არ არის ლათინოამერიკელების პრობლემა. ეს ამერიკის პრობლემაა და ჩვენ ყველამ უნდა გადავჭრათ ის” – განაცხადა ობამამ.
სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ყოველწლიურად პოლიციელები ასობით ადამიანს კლავენ, მათგან უფრო მეტი აფროამერიკელია.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო პარტიების დეკლარაცია ვარშავის სამიტისთვის
შემდეგი სტატიამარტვილში წუხელ დაღუპული მყვინთავი ელგუჯა ჯამრიშვილია