საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 195 საჩივარი დაფიქსირდა

2220 საარჩევნო უბნიდან საოლქო კომისიებში სულ 195 საჩივარი შევიდა. დამკვირვებლებს და პარტიების წარმომადგენლებს დამატებითი საჩივრების დასაწერად ხვალ დღის მეორე ნახევრამდე აქვთ დრო, ამ ვადის შემდეგ კომისიები საჩივრების განხილვას დაიწყებენ.

ცესკოში დარღვევებთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა.

“კანონის თანახმად, შეიძლება გასაჩივრდეს ორი დღის ვადაში, საოლქო საარჩევნო კომისიას ასევე აქვს 2 დღე განიხილოს საჩივარი, ამის შემდეგ 2 დღის ვადაში საქალაქო სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს, რომელიც 2 დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს 1 დღის ვადაში,”- განმარტავს ანა მიქელაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : “ჩვენ ერთადერთი ალტერნატიული ძალა გავხდით, ვაგრძელებთ ბრძოლას”
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე : დამარცხება არ მიკვირს