აკაკი ბობოხიძე : დამარცხება არ მიკვირს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის აკაკი ბობოხიძის განმარტებით, არჩევნების მეორე ტურში გასაკვირი არ არის რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან წააგო.

როგორც ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქუთაისმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.

„დამარცხება არ მიკვირს, ქუთაისმა გააკეთა თავისი არჩევანი. მინდა ბატონ დიმიტრის მივულოცო და ვუსურვო, იყოს წარმატებული ქვეყნის, წარმატებული ქალაქის წარმატებული პარლამენტარი. მეორე ტურში გასაკვირი არ არის, როდესაც ხელისუფლებასთან აგებს ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 195 საჩივარი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ვიქტორ დოლიძე შეცვლის