დავით ბაქრაძე : “ჩვენ ერთადერთი ალტერნატიული ძალა გავხდით, ვაგრძელებთ ბრძოლას”

რჩევნების დასრულების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ. მას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა შეიქმნა. თუმცა ის და მისი თანაგუნდელები აგრძელებენ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის.

ბაქრაძე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ნაციონალური მოძრაობა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. აქვე დავით ბაქრაძემ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს.

“ზეწოლის ადმინისტრაციული და ქუჩის რესურსის გამოყენების შედეგად შეიქმნა ვითარება როდესაც ქვეყანაში შეიქმნა ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა. ეს არის რეალობა რომელიც შეიქმნა და რომლის სამწუხარო შედეგებსაც იგრძნობს საზოგადოება მომდევნო წლებში. სწორედ ამასთან საბრძოლველად მივიღეთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებში. ველოდებოდით ძალადობასაც და გაყალბებასაც, მაგრამ ამ ბრძოლაში შევედით იმიტომ, რომ არ გვეჩუქნა 45 ადგილი ქართული ოცნებისთვის. ჩვენ ბოლომდე ვიდექით ბრძოლაში, ვეცადეთ რომ არ ყოფილიყო ქვეყანა ერთ ადამიანზე მორგებული.

ის ფაქტი რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ იმ 500 000 ხმასთან ერთად გვიქმნის კარგ საფუძველს მომავალი ბრძოლისთვის. მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს რომლებმაც დაგვიჭირეს მხარი, ეს მათი მხრიდან გმირობაა.

ჩვენი ბრძოლა გრძელდება, გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა. უახლოეს პერიოდში იხილავთ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს. რაც არ გვკლავს გაძლიერებს, ამ შედეგებმა ჩვენ არ მოგვკვლა ამიტომ დროა მომავალი წარმატებების.

დღეს ჩვენ ერთადერთი ალტერნატიული ძალა გავხდით და ჩვენი ამოცანაა გავძლიერდეთ და ღირსეულად ვატაროთ ეს ტვირთი,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები მოსახლეობამ შიშში გაატარა. დავით ბაქრაძე განმარტავს, რომ პარტია პარლამენტში შევა და გააგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას.

banner
წინა სტატიაში“დღეს ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ” – პრემიერი არჩევნების შედეგებს აფასებს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 195 საჩივარი დაფიქსირდა