საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ წაღვლთან საგუშაგოს მოწყობა დაასრულა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ წნელისს, ჩორჩანასა და წაღვლს შორის საგუშაგოს მოწყობა დაასრულა. საგუშაგოდან დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით დე ფაქტო ცხინვალის დროშა აღმართეს.

საგუშაგო იმ გზაზეა მოწყობილი, რომელზეც სოფელ წაღვლის მოსახლეობა გადაადგილდებოდა. ადგილობრივებს ტყეში შესვლის შესაძლებლობა აღარ აქვთ.

წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში ხაშურის მერიის წარმომადგენელი ვაჟა ლომიძე ვერ აკონკრეტებს, ზუსტად რა მანძილზეა სოფლის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის საგუშაგო შემოჭრილი.

„ამ გზას სოფლის მოსახლეობა ვხმარობთ. ამ ტყით ვსარგებლობდით. ახლა აქ გადაადგილება შეუძლებელია. რამდენიმე დღის წინ დადგეს ეს პოსტი ოსურმა მხარემ სოფელ წაღვლის კუთვნილ ამ გზაზე. დროშაც აღმართეს. აქედან დაახლოებით 400 მეტრში მეორე ოსური დროშა აღმართეს. იქ არ ვიცით, მხოლოდ დროშაა თუ საველე პოსტიც არის. ვერ ვხედავთ, აქედან რთულია დანახვა. სამუშაოები ფაქტობრივად დაასრულეს. აქედან ვხედავთ, რომ დგანან და გადაადგილდებიან პოსტზე. ამ საგუშაგოს დადგმა ჩორჩანასთან ჩვენი, ქართული საპოლიციო საგუშაგოს დადგმას მოჰყვა. ამის მიუხედავად, ვთვლით, რომ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმა უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია. ამ დროისთვის სოფელში სიმშვიდეა და მოსახლეობაში არანაირი პანიკა არაა“, – განაცხადა ვაჟა ლომიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტყემალაძემ და ირაკლი ზარქუამ უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს უმასპინძლეს
შემდეგი სტატიაპროკურატურა – წერილის ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც „წერილის“ დედანი არ წარმოადგინა და არ დაასახელა შუამავალი