პროკურატურა – წერილის ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც „წერილის“ დედანი არ წარმოადგინა და არ დაასახელა შუამავალი

გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ე.წ. წერილის იდენტიფიცირება, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.

​პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. წერილთან დაკავშირებით გამოძიება თავად მამუკა ხაზარაძემ შეიყვანა ჩიხში, როდესაც არ წარადგინა წერილის დედანი.

„შეკითხვა, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება ე.წ. წერილთან დაკავშირებით, არარელევანტურია, ვინაიდან, მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება.

გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც „წერილის“ ორიგინალი და სასამართლოში გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი. შესაბამისად, როგორც პროკურატურამ უკვე არაერთხელ განმარტა, გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ე.წ. წერილის იდენტიფიცირება. თუ ამ კუთხით იქნება გარკვეული პროგრესი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია მამუკა ხაზარაძის პოზიციაზე, საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“, – განაცხადეს პროკურატურაში.

დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.

საუბარია წერილზე, რომელზეც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ხაზარაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო რეჟიმმა სოფელ წაღვლთან საგუშაგოს მოწყობა დაასრულა
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი საქართველოს ნატოში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუვრცელებლად გაწევრიანების იდეას ეხმაურება.