გიორგი ტყემალაძემ და ირაკლი ზარქუამ უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს უმასპინძლეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრაზე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების, ბიუჯეტის ფორმირების და სამოქალაქო მონიტორინგის შესახებ იმსჯელეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე უკრაინელ კოლეგებს მიესალმა და საქართველოსა და უკრაინის მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. გიორგი ტყემალაძემ სტუმრებს საქართველოში თვითმმართველობის კუთხით განხორციელებული რეფორმები გააცნო და თბილისის საკრებულოს მუშაობის პრინციპებზე ისაუბრა. გარდა ამისა, გიორგი ტყემალაძემ უკრაინელ კოლეგებს იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც დედაქალაქის განვითარებისთვის ხორციელდება. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დედაქალაქის მთავრობა აქტიურად მუშაობს ურბანული, სატრანსპორტო პოლიტიკის, ეკოპოლიტიკისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით. გარდა ამისა, მისივე თქმით, თბილისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ამ კუთხით, გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია გამოყო.

უკრაინელ სტუმრებს მიესალმა და ბიუჯეტის ფორმირებისა და მუნიციპალური ფინანსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვა მოსახლეობის აქტიური ჩართულობით და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

თბილისში უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობების 28 კაციანი დელეგაციის ვიზიტი USAID-ის დაფინანსებითა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) თანამშრომლობით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიექსპერტები რასმუსენის განცხადებას ეხმაურებიან
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმმა სოფელ წაღვლთან საგუშაგოს მოწყობა დაასრულა