საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამი დღის წინ უკანონოდ დაკავებული სოფელ ზერტის მცხოვრები გათავისუფლდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სამი დღის წინ უკანონოდ დაკავებული, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის მცხოვრები მალხაზ დოლუაშვილი გათავისუფლდა.

ოკუპანტებმა ის სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მალხაზ დოლუაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლა.

60 წლის მამაკაცი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ბერშუეთთან სანადიროდ იმყოფებოდა, სადაც დააკავეს.

 

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩის გრუნტიან მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო
შემდეგი სტატიადღეს დედის დღეა – თარიღი, რომელიც ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს დააწესა