ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას – საფრანგეთის საგარეო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

“საფრანგეთი შეშფოთებით აკვირდება საქართველოში სიტუაციას. ის, გმობს დემონსტრანტების მიმართ ძალადობას, უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღების შემდეგ. საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს, მისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო – კლინიკებში აქციაზე დაშავებული 15 პირი გადაიყვანეს, რომელთა შორისაც სამართალდამცველებიც არიან