საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი სოფელ სამთავისის მცხოვრებია. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი. ამ დროისთვის დამატებითი ცნობების მოკვლევა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანმა ნათია თურნავასა და ქალ ბიზნესმენებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთში იმოგზაურა