სანქციების ქვეშ მოქცეული რუსული ბანკი ქართულ ბაზარს ტოვებს

„ვი-თი-ბი” ბანკის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოსტინმა დაადასტურა, რომ სანქციების ქვეშ მოქცეული რუსული ბანკი ქართულ ბაზარს ტოვებს – ამის შესახებ მან interfax-თან ისაუბრა.

„ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად არ ვყიდით შვილობილ ბანკებს. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან მივდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა ვითარებაა. ხოლო აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ჩვენ ვრჩებით და განვაგრძობთ ეროვნულ და კერძო ადგილობრივ ბანკებთან თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ბიზნესის პერსპექტივებს ამ ქვეყნებში“, – თქვა კოსტინმა.

შეგახსენებთ, რომ “ვი-თი-ბი ბანკმა” სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში საქართველოში მისი შვილობილი ბანკის სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გაყიდა. აქტივები “ლიბერთიმ” და “ბაზისბანკმა” შეიძინეს.

banner
წინა სტატიაში“დღეს აქციების და ხელისუფლების შეცვლის დრო არ არის”-პაპუაშვილი
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე… ოლიგარქს უნდა გამოეცალოს ხელისუფლება