“დღეს აქციების და ხელისუფლების შეცვლის დრო არ არის”-პაპუაშვილი

“აქციის ორგანიზატორი არის “ნაციონალური მოძრაობა”, მისი ახალგაზრდული ფრთა, რაც შეეხება მიზანს, პირდაპირ მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის” – ასე აფასებს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მშვიდობიან აქციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილის ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ დღეს აქციების და ხელისუფლების შეცვლის დრო არ არის და დროა მისცენ შესაძლებლობა სახელმწიფოს შექმნას ის პირობები, რომელიც ევროკომისიამ ქვეყანას წევრობის სტატუსის მინიჭებისთვის წაუყენა.

რაც შეეხება სპეცრაზმისა და პოლიციის მობილიზებას, პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს გომელაურის უწყება იღებს.

“საპოლიციო ძალებს, ამ საკითხებს, შსს აფასებს, ის იღებს გადაწყვეტილებებს, იმისთვის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება მოქალაქეების, ისე აქციის მონაწილეების,ამიტომ ეს პირველად არ ხდება და უმნიშვნელოვანესია ყველას უსაფრთხოება დაცული. ამ აქციის ორგანიზატორი არის ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული ფრთა ერთი, მეორე რაც შეეხება მიზანს ამ აქციის, ვხედავთ განცხადებები რაც არის, პირდაპირ მოწოდებაა ასე ვთქვათ, ხელისუფლების შეცვლის და ა.შ დღეს აქციების და ხელისუფლების შეცვლის და ხელისუფლებაში მოსვლის დრო კი არ არის, თუკი ვინმეს აინტერესებს ევროპული პერსპექტივა და ჩვენი ოპონენტების ნაწილში ეჭვი მეპარება მათ ასეთი ინტერესი აქვთ, ეს არის ის მომენტი, როდესაც უნდა ერთი მხრივ მისცენ შესაძლებლობა სახელმწიფოს შექმნას ის პირობები, რომელიც წამოყენებულია”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიიუკნევიჩიენე: სანქცია პირველად იყო ნახსენები დოკუმენტში – ვიწყებთ იდეით, შემდეგ ვმოქმედებთ
შემდეგი სტატიასანქციების ქვეშ მოქცეული რუსული ბანკი ქართულ ბაზარს ტოვებს