სანდრო ბრეგაძე: ,,არაკაცო ყ…ზე დაიკიდე შენი პოლიტიკური გარემოცვა”


პარლამენტი თავმჯდომარე,რომელიც ტრიბუნიდან-თავხედურად იტყვის-“ყ..ზე მკიდიხართო”-სასწრაფოდ უნდა გადადგეს !!! -ასე ეხმაურება სანდრო ბრეგაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას.

,,თაიმერი” ბრეგაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ

,,არცერთ თავმოყვარე ქვეყანაში არ აპატიებდნენ ამ უზრდელობას !!! კობახიძე-შე გაუზრდელო-არაკაცო ყ..ზე დაიკიდე შენი პოლიტიკური გარემოცვა,როგორ უბედავ ხალხს ასეთ შეურაცხყოფას ??? წადი ბიძიკო შენით თანამდებობიდან,თორემ მაგ უზრდელობისთვის გადაგხოტრავენ ჩიჩილაკის თავს !!!”-წერს სანდრო ბრეგაძე

შეგახსენებთ,პარლამენტის პლენარული სხომაზე ,რომელც ხმაურის ფონზე ჩატარდა?
ირაკლი კობახიძემ ოხანაშვილს მიმართა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ყურადღება არ მიექცია და სიტყვით გამოსვლა გაეგრძელებინა.სესიის ვიდეოჩანაწერში 12 საათსა და 13 წუთზე ისმის კობახიძის რეპლიკა, სადაც ის ანრი ოხანაშვილს მიმართავს და ოპოზიციის მისამართით სავარაუდოდ უხამს გამონათქვამს იყენებს. ამ დროს მთავარი მიკროფონები გათიშული იყო, თუმცა ერთ ერთი მიკროფონიდან, რომელიც დარბაზში არ გამოურთავთ პირდაპირი ტრანსლაციის სიგნალზე ირაკლი კობახიძის ხმა გაიპარა. ჩანაწერიდან დგინდება, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის ხმაურის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს შესვენების გამოცხადებას და დამოუკიდებლად საკითხის განხილვას, სწორედ ამ დროს პასუხობს კობახიძე შეურაცხმყოფელი ეპითეტით.

,,ყ..ზე დაიკიდე, ჩვეულებრივად გააგრძელე და ამათ მივხედოთ მერე!” -ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილის
სხდომის გადადების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშივინ გახდა ,,მაგარი ბიჭი” -პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის დაპირისპირება-გადადგა თუ გადააყენეს გიორგი ქობულია?!
შემდეგი სტატიაუნდა ვიცოდეთ გიორგი ქობულიას გადადგომის რეალური მიზეზი – თუ ის ვიღაცას ფეხებში ებლანდებოდა და ამის გამო გაუშვეს, მაშინ პრემიერიც გასაშვებია