ვინ გახდა ,,მაგარი ბიჭი” -პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის დაპირისპირება-გადადგა თუ გადააყენეს გიორგი ქობულია?!

ვინ გახდა ,,მაგარი ბიჭი” -პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის დაპირისპირება-გადადგა თუ გადააყენეს გიორგი ქობულია?!

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ,,თაიმერის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გამართლდა.

არსებული ინფორმაციით,ქობულია თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ჟურნალისტებმა დღეს ქობულიას ჰკითხეს, იგეგმება თუ არა გუნდში საკადრო ცვლილებები და მისი წასვლა თანამდებობიდან, რაზეც მან განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს.

„ამასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ, მიმართოთ“, – განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ,საინფორმაციო სააგეტო ,,თაიმერმა” პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის დაპირისპირების დეტალების შესახებ ინფორმქცია ჯერ კიდევ გუშინ,ექსკლუზიურად გაავრცელა.

,,მაგარი ბიჭი ხარ, მომხსენი“ – დაპირისპირების დეტალების შესახებ „თაიმერს“ წყარომ კულუარული ინფორმაცია მიაწოდა.

“თაიმერის” სამთავრობო წყაროს ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულიას თანამდებობის დატოვების შესახებ შეუთვალა. ამასთან, როგორც პრემიერთან დაახლოვებული პირი ამბობს, ბახტაძეს ქობულიას გაშვების დავალება ბიძინა ივანიშვილმა მისცა, რომელიც, თავის მხრივ, ქობულიას შემცვლელად ნათია თურნავას ამზადებს.

„თურნავა ყველაფრის უსიტყვოდ შემსრულებელია. მას ასევე ბიძინა ივანიშვილის ნათესავი უჩა მამაცაშვილიც ლობირებს“ – აცხადებს “თაიმერთან” საუბარში ინფორმაციის ავტორი. მოვლენები, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობდა, ასე განვითარდა: ქობულიამ ბახტაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მეტიც, პრემიერს შიკრიკი იქით გაუგზავნა და შეუთვალა, ჩემი სურვილით გადადგომის შესახებ განცხადებას არ დავწერ და თუ მაგარი ბიჭი ხარ, გამანთვისუფლეო. რაც, დიდი ალბათობით, რისკებს შეიცავს, რადგანაც, ქობულიამ, შესაძლებელია, გუდას პირი მოხსნას და ძალიან ბევრი რამე მოჰყვეს. მათ შორის, „ომეგას“ ქეისთან დაკავშირებითაც. ეკონომიკის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა, შესაძლებელია, ამ დღეებში არაკონტროლირებადი გახდეს – ამბობდა საინფორაციო სააგენტოს წყარო.

შეგახსენებთ,გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშისაბანკო ასოციაცია მომხმარებლებს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: ,,არაკაცო ყ…ზე დაიკიდე შენი პოლიტიკური გარემოცვა”