უნდა ვიცოდეთ გიორგი ქობულიას გადადგომის რეალური მიზეზი – თუ ის ვიღაცას ფეხებში ებლანდებოდა და ამის გამო გაუშვეს, მაშინ პრემიერიც გასაშვებია

მე ვფიქრობ, რომ მინისტრის გადადგომით ეკონომიკური კომიტეტი უნდა დაინტერესდეს და პრემიერმა აუცილებლად უნდა გააკეთოს ახსნა- განმარტება, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერმა უნდა დაასაბუთოს, რომ მინისტრი იმიტომ არ გადააყენეს, რადგან „ის ვიღაცას ფეხებში ებლანდებოდა”.

„მე ვიმედოვნებ, რომ პრემიერი კომიტეტზე მოვა და დაასაბუთებს ამ გადაწყვეტილებას. იმდენი საკითხია, რომ ბევრი რამის გამო შეიძლება გაეშვა მისი გადმოსახედიდან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური მიზეზი. თუ ის ვიღაცას ფეხებში ებლანდებოდა და მხოლოდ ამის გამო გაუშვეს, მაშინ პრემიერ-მინისტრიც გასაშვებია, თუ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს სხვისი დაკვეთით და არა საკუთარი უფლებამოსილებებით. ჩვენ გვაინტერესებს რატომ გადადგა ქობულია, რას ერჩოდნენ, გამოვიდეს და თქვას. არ შეიძლება ამ ამბის გატარება”,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, გიორგი ქობულია გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: ,,არაკაცო ყ…ზე დაიკიდე შენი პოლიტიკური გარემოცვა”
შემდეგი სტატიასაერთოდ ამ ტიპის ადამიანები რომ მინისტრები ხდებიან, ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა – ჭიაბერაშვილი ქობულიას გადაყენებაზე