სანდრა რულოვსი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა

სანდრა რულოვსი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა. მან მწუხარება გამოთქვა იმ მოვლენების გამო, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა. სანდრა რულოვსის თქმით, მან პირადად მოინახულა დაზარალებულები, რომელთაგანაც ორმა სპეცრაზმის ნასროლი ტყვიით მხედველობა დაკარგა.

„რაღაც ფანჯრის გატეხვის გამო და კორდონის დარღვევის გამო, ბავშვები დაინვალიდდნენ. ბავშვები დაშავდნენ ძალიან ცუდად, გუშინ ვიყავი დაჭრილებთან. ორ საავადმყოფოში. ათამდე ადამიანი მოვინახულე, მათ შორის ის ახალგაზრდა ბიჭები, გოგო, რომელმაც, სამწუხაროდ, თვალი დაკარგა,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსის განცხადებით, ხალხზეა დამოკიდებული თუ ხელისუფლებას, რა რეაქცია ექნება აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე.

„ჩვენზეა დამოკიდებული, აი, ახალგაზრდების, საქართველოს მომავალია და თუ არ გაითვალისწინებენ საქართველოს მომავლის სურვილს, მაშინ ძალიან ცუდად დამთავრდება, მოუწევთ ამ სურვილების და მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებლად,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის გუნდი თუ ელოდება, რომ პროტესტი ჩაივლის, ეს უმძიმესი, კრიმინალურად ბრიყვული იდეაა
შემდეგი სტატიაარ მოველოდი ასეთ გართულებას, თორემ მეყოფოდა ძალა, რომ გადავეფარებოდი ყველას – დედა სიდონია