არ მოველოდი ასეთ გართულებას, თორემ მეყოფოდა ძალა, რომ გადავეფარებოდი ყველას – დედა სიდონია

აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს – ეს განცხადება დედა სიდონიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა. დედა სიდონიამ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია ის, რომ მე არ ვიცოდი, კრიტიკულ, კრიზისულ სიტუაციაში, ჩვენი ახალგაზრდობა, როგორ ნებას გამოავლენდა. მე არ ვიცოდი, როგორ განვითარდა ის, რა ღირებულებები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს. მე არ მოველოდი ასეთ გართულებას, თორემ მეყოფოდა ძალა, რომ პირველი ვმდგარიყავი და გადავეფარებოდი ყველას, ბავშვებს. კიდევ ერთ რამ მინდა გითხრათ, არ შეგვეშინდეს იმ მდგომარეობის, რაც არის დღეს, თუნდაც ეკლესიაში. ეკლესია არის ორგანიზმი და არის ორგანიზაცია, ეს არ უნდა შეგვეშალოს ჩვენ. ეკლესია არის იესო ქრისტე, არის სარწმუნოება. ჩვენ ინდივიდები ყოველთვის ვიქნებით სარწმუნოების მატარებელი, რომელიც საზოგადოებისთვის არის ძალიან აუცილებელი და ღირებული. ეს არის საყრდენი გაურკვევლობაში და დაბნეულობაში მყოფი ადამიანების, არის ნუგეში, არის თანადგომა. ეკლესია უნდა იყოს სოციალური,“ – განაცხადა დედა სიდონიამ.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა
შემდეგი სტატიაქუთაისში აქციის მონაწილეებმა ვასილ კიკვიძის ძეგლს პლაკატი წარწერით „საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია“ გადააფარეს