ივანიშვილის გუნდი თუ ელოდება, რომ პროტესტი ჩაივლის, ეს უმძიმესი, კრიმინალურად ბრიყვული იდეაა

ხელისუფლება, ივანიშვილის გუნდი თუ ელოდება, რომ პროტესტი ჩაივლის, ეს უმძიმესი, კრიმინალურად ბრიყვული იდეაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიამ აქციისას დაკავებულებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაკავებულების ნაწილის გამოშვება სასამართლო პროცესიდან ახალგაზრდების პროტესტის შედეგია.

„ამ ახალგაზრდების პროტესტის შედეგია, რომ პირველი რეპრესიული განწყობის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აღარ მიესაჯათ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის პატიმრობა. ახლა ისინიც უნდა გამოუშვან, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული. მაგალითად ბექა ბასილაია დაკავებულია, ჩემს გვერდზე იყო და აღელვებული ახალგაზრდების სპეცრაზმთან დაშორებას ცდილობდა.

ხელისუფლება, ივანიშვილის გუნდი თუ ელოდება, რომ პროტესტი ჩაივლის ეს უმძიმესი, კრიმინალურად ბრიყვული იდეაა. ეს პროტესტი, რომელიც მთლიანად საზოგადოებაშია დაგროვილი ან ამ ნაბიჯებით განიმუხტება ან პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება. რომც გაუმართლოთ და პაუზა იყოს რაღაც ეპიზოდში, ეს კრიმინალურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის მიმართ. როცა ამ ხალხის მოთხოვნა მინისტრის გადადგომა, ასევე პროპორციული არჩევნებია და ამაზე არ მიდიხარ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა იყოს და ქვეყანა განვითარდეს, რაც სწრაფად მიხვდებიან და გონზე მოვლენ, მით უკეთესია ქვეყნისთვის და მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“,- განაცხდა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილი ტიპური ოლიგარქიული მეთოდებით, მათ შორის არჩევნებზე კრიმინალის გამოყენებით, ძალაუფლების გამოყენებას ცდილობს და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.

„პროვოკატორები ვინ არიან, გუშინ კარგად გამოჩნდა. ვინც ამოცნობილია და ვინც მოდის, „ქართული ოცნების“, კალაძის ან სუს-ის ხალხია. ვინც მოდიან ჩხუბისთვის, გინებისთვის და ურთიერთ შეხლა-შემოხლისთვის, ეს ცალკე კატეგორიაა. დანარჩენი არიან ახალგაზრდა მოქალაქეები, რომლებსაც სხვადასხვა აზრი აქვთ ზოგადად პოლიტიკოსებზე ან ცალკეულ პოლიტიკოსებზე. ეს აბსოლუტურად ნორმალური და ბუნებრივი ამბავია. მთავარი არის ის, რაც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებთ – ეს არის გახარიას გადადგომა, რომელმაც კატასტროფული ნაბიჯები გადადგა და პროპორციული არჩევნები. გვინდა სისტემა, რომელიც გამორიცხავს სუპერ უმრავლესობას, რომელსაც ხალხის მანდატი არ აქვს. არა მარტო ამ ხელისუფლების, ჩემი წინა ხელისუფლების დროსაც. მაშინ რევოლუცია მოხდა. ჩვენ ნორმალურ განვითარებაზე უნდა გადავიდეთ. ივანიშვილის გუნდის მოთხოვნა იყო ეს, როცა ოპოზიციაში იყნენ. ჩვენმა ხელისუფლებამ მიქარა, რომ არ გააკეთა. ვარდების რევოლუციის დაკვეთა ეს არ იყო, მაგრამ უნდა გაგვეკეთებინა. ამის შემდეგ რვა წელი გავიდა. ივანიშვილი ტიპური ოლიგარქიული მეთოდებით, მათ შორის არჩევნებზე კრიმინალის გამოყენებით, ძალაუფლების გამოყენებას ცდილობს და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს“,- განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტის წინ აქცია დაიწყო
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა