სანდრა რულოვსი: ,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას”

უკრაინაში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. სანდრა რულოვსმა აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა:

“მინდა ჩვენი ოჯახის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გუშინ ჩემი ქმრის დაკავების დროს, მის გვერდით იმყოფებოდა. გუშინ ყველა ქართველი იმის შესახებ საუბრობდა, თუ როგორ იდექით თოვლში საათების განმავლობაში, განსაკუთრებით ქალები. მინდა მადლობა გითხრათ, ამ გამძლეობისთვის. ბოლოს აუცილებლად გავიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, ბრძოლის გარეშე არაფერი გამოდის. მეც მინდა, რომ ამ ბრძოლამ სისხლისღვრის გარეშე ჩაიაროს”, – მიმართა სანდრა რულოვსმა შეკრებილებს.

banner
წინა სტატიაშიჟირინოვსკი: ხელები შორს მიშიკოსგან
შემდეგი სტატია“ეს არ არის მიხო-მაიდანი, ეს უკრაინის ბანაკია უკრაინელებისთვის”- სააკაშვილის მიმართვა