“ეს არ არის მიხო-მაიდანი, ეს უკრაინის ბანაკია უკრაინელებისთვის”- სააკაშვილის მიმართვა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პარლამენტის წინ შეკრებილ მომხრეებს მიმართა. მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოხდა პოროშენკოს დასასრულისა და ახალი უკრაინის დაბადების დასაწყისია. უკრაინაში იმყოფება სააკაშვილის მეუღლეც:

„მათ ისტერიულად სურთ დამაშორონ ხალხს, რომ მე არ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. ის, რაც აქ ხდება, ეს არ არის მიხო-მაიდანი, ეს უკრაინის ბანაკია უკრაინელებისთვის. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ხალხს დავეხმარო. ჩვენს გეგმებს დღეს საღამოს დავაანონსებ, ჩვენი გეგმაა დანაშაულებრივი დაჯგუფებები ჩამოვაშოროთ სამართალდამცველ სტრუქტურებს და პოროშენკოს იმპიჩმენტი დავიწყოთ. გუშინ მათ პროვოკაცია მოაწყვეს. ეს იყო ძალის დემონსტრირება. პოროშენკოს სურდა ძალა ეჩვენებინა, როდესაც ჩვენ ბევრნი ვიქნებით, კანონიერად, გადატრიალებისა და ძალადობის გარეშე წესრიგსა და დემოკრატიას დავამყარებთ და ბოლოს მოვუღებთ დიქტატურას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი: ,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას”
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის ჟურნალისტი ისევ “ბორისპოლის” აეროპორტშია