ჟირინოვსკი: ხელები შორს მიშიკოსგან

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, რომლის ლიდერიც ვლადიმერ ჟირინოვსკია, უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს.

„როგორი არამზადაც უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობაში, ძნელია, უარყო, რომ მას შეუძლია მუშაობა ხარივით, ბოლომდე საქმეში ჩართვა. ამას ვერ წაართმევ. სააკაშვილმა გამოავლინა ნება, გამძლეობა და ბრძოლა დაიწყო. დაბრუნდა ქვეყანაში, მოიზიდა მხარდამჭერები და წამოაყენა მოთხოვნა – პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება… და როგორ უპასუხა „დემოკრატიულმა“ ხელისუფლებამ? ცდილობს, დააპატიმროს. ესეც კი არ გამოსდის… ხელები შორს მიშიკოსგან,“ – აცხადებს ჟირინოვსკი.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობაში ბრალდებულ მოზარდებს ომბუდსმენის წარმომადგენელი მოინახულებს
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი: ,,მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას”