სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, სიკვდილზეც წავალ – რუსთაველზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აქციას მართავს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. მდუმარე აქციაზე ზუსტად ერთი წლის წინ პანკისის სისხლიანი სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები იკრიბებიან. ადგილზე მისული ადამიანები, მაჩალიკაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.

რუსთაველის გამზირზე იმყოფება თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, რომელიც ითხოვს, რომ დამნაშავეების დასჯასთან ერთად, მისი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდეს.

„სანამ ჩემი შვილის უდანაშაულობა არ დადგინდება და სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, სიკვდილზეც წავალ. ვფიცავ დღევანდელ დღეს, ჩემი სულს ვფიცავ ყველანაირ იმას გამოვნახავ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ,“- განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

რუსთაველის გამზირზე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომლის თქმითაც, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყების წლიურ ანგარიშში აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც არის საუბარი
შემდეგი სტატია,,უნდა წარმოადგინონ კონკრეტული კრიტერიუმებით შერჩეული კანდიდატები და არა გვერდით ოთახში შერჩეულები “