,,უნდა წარმოადგინონ კონკრეტული კრიტერიუმებით შერჩეული კანდიდატები და არა გვერდით ოთახში შერჩეულები “

“ევროპული საქართველო” უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას “გაუმჭვირვალე პროცესს” უწოდებს.

საპარლამენტო უმცირესობა გამოდის ინიციატივით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან ჩართული. ოთარ კახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფში შემავალი პირები ერთად გაწერენ იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებითაც სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა აირჩიონ.

„მოსამართლეების ასე ფაცი-ფუცით დანიშვნა არ შეიძლება წესია ასეთი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეიმუშაოს გამჭვირვალე ობიექტური კრიტერიუმები და კონკრეტული პროცედურა როგორც შეარჩევს ის კანდიდატურებს და ასეთად შერჩეული კანდიდატები უნდა წარმოადგინოს პარლამენტში და არა გვერდით ოთახში კულუარულად მოლაპარაკების შედეგად რაღაც პირთა ჯგუფი. პარლამენტმა რა თქმა უნდა, არ უნდა დაამტკიცოს ასე წარმოდგენილი კანდიდატურების, დაუბრუნოს უკან უმაღლეს საბჭოს და ან მათ უნდა შეიმუშაონ ეს პროცედურები, ან პარლამენტმა განსაზღვროს ეს პროცედურა“-ამბობს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშისანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, სიკვდილზეც წავალ – რუსთაველზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აქციას მართავს
შემდეგი სტატიასემეკ-ის წევრი გაზის ტარიფის შემცირების მიზეზებს განმარტავს