სანამ ბრძოლა არ შეწყდება, შეერთების რეფერენდუმი არ ჩატარდება – ხერსონის მარიონეტი ლიდერი

ოკუპირებულ ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კირილ სტრემუსოვის თქმით, რეგიონში რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი მანამ არ ჩატარდება, სანამ ხერსონის, ოდესისა და ნიკოლაევის მიმდებარე რეგიონებში ბრძოლა არ შეწყდება.

სტრემუსოვმა Reuters-თან საუბრისას თქვა, რომ ამჟამად “რეფერენდუმის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს”.

“ჩვენ მოგვიანებით განვაცხადებთ, როდის ჩატარდება რაიმე სახის კენჭისყრა ან პლებისციტი, მაგრამ ეს არ იქნება დღეს და ხვალ, რადგან ჩვენი უპირველესი ამოცანა ხერსონის ოლქში წესრიგის აღდგენა და ადმინისტრაციის სისტემის ორგანიზებაა” – თქვა სტრემუსოვმა.

სამხრეთ უკრაინაში მდებარე ხერსონის რეგიონი თებერვლის ბოლოს შეჭრის შემდეგ რუსეთის კონტროლქვეშაა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ფსევდო რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავს. აპრილში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ ხერსონში რეფერენდუმი ჩატარდებოდა, უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს საბოლოოდ დატოვებდა.

banner
წინა სტატიაშიდროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოებში მშვიდობიანი მოქალაქეების მიღება შეწყვიტეს, დაჭრილებისთვის საწოლების გამოსათავისუფლებლად – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატია30 150-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1 338 ტანკი, 3 270 საბრძოლო ჯავშანტექნიკა – უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე