სამუდამო პატიმრობა – არა მარტო ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს მოთხოვნა ეგ არის – მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის მამა

გორში 9 წლის ნანა ბერიაშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. პროცესზე ბრალდებული არ მივიდა. მან სასამართლოს წერილი გაუგზავნა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს. სხდომა 11 მარტს ჩაინიშნა.

ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით, იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი გორში მოკლული 9 წლის ბავშვის ცხედარზეა აღმოჩენილი.

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო განხილვებზე უარი თქვა.

„კურიერის“ ჟურნალისტი მოკლული გოგონას მამას ესაუბრა. მიხეილ ბერიაშვილის თქმით, ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ.

„სამუდამო პატიმრობა – არა მარტო ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს მოთხოვნა ეგ არის,“ – განაცხადა მოკლული გოგონას მამამ, მიხეილ ბერიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაველოდოთ ლონდონში ანალიზს და იქნებ გახარიას ანაბეჭდებიც აღმოჩნდეს
შემდეგი სტატიამსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში გიგა კუხალაშვილი დაქორწინდა