მსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში გიგა კუხალაშვილი დაქორწინდა

მსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში გიგა კუხალაშვილი დაქორწინდა. სპორტსმენის რჩეული ჟურნალ “თბილისელების” ჟურნალისტი ხათუნა კორთხონჯია. მათი სიყვარულის ისტორია პროფესიული საქმიანობით- ინტერვიუს ჩაწერით დაიწყო. წყვილმა ხელი მოაწერა და გრანდიოზულ ქორწილს ზაფხულში გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ გიგა კუხალაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში, საქართველოს ჩემპიონი უშუ სანდაში, საქართველოს ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში,
მსოფლიო ქამრის მფლობელი K-1-ში და სხვა უამრავი პრიზის მფლობელია კრივში. მის მიერ შესრულებული ნოკაუტი საუკეთესო ათეულში უკვე მეორედ შევიდა. სპორტსმენი რუსეთის სახელით, თუმცა ყოველთვის საქართველოს დროშით გამოდის რინგზე.

banner
წინა სტატიაშისამუდამო პატიმრობა – არა მარტო ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს მოთხოვნა ეგ არის – მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის მამა
შემდეგი სტატიახაზარაძესთან ივანიშვილს სხვა, უფრო დიდი პრეტენზიები აქვს და ამიტომაც შეტევა არჩევნების მეორე ტურის მერე გააძლიერა