ალეკო ელისაშვილი – ტაქსებით დაწყება იგივეა, რაც სახლის შენება სახურავიდან

ალექსანდრე მარგიშვილს არანორმალურად მაღალი ხელფასი ენიშნება

ტაქსებით დაწყება იგივეა, რაც სახლის შენება სახურავიდან, – ასე ეხმაურება თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერის ინიციატივას ტაქსების რეგულირების შესახებ.

ელისაშვილის აზრით, ტაქსების რეგისტრაცია და არა მარტო რეგისტრაცია ზოგადად აუცილებელია, ვინაიდან არ შეიძლება ტაქსები იყოს ასეთი ქაოტური, მაგრამ ყველაფერს აქვს თანამიმდევრობა.

„ტაქსებით დაწყება იგივეა, რაც სახლის შენება სახურავიდან. ჯერ სატრანსპორტო ფუნდამენტია მოსაწესრიგებელი – ჯერ მთლიანი სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაცია უნდა ამოხდეს, ახლებურად დაიგეგმოს სატრანსპორტო ქსელი, დაემატოს ეკოლოგიურად სუფთა, ტევადი ტრანსპორტი, მოხდეს სამარშრუტო ტაქსების პერიოფერიულ მიმართულებებზე გადაყვანა და ბოლოს, სულ ბოლოს უნდა მიხედო ტაქსებს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება დანაყავს წყალს და მიიღებს ათი ათასობით ტაქსის მძღოლის უკმაყოფილებას. ენერგეტიკის სამინისტროდან რომ გადასკუპდა მთლიანი შემადგენლობა მერიაში და უცბად ურბანული დარგების მცოდნეებად რომ წარმოიდგინეს თავები, იმიტომაც შეეჯახებიან კედელს. არც იციან, არც სხვას უსმენენ. ქალაქი და ხალხია ცოდო ამ ფუჭი ექსპერიმენტების გამო“, – წერს ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ოჯახებს ყოველთვიურად ათასლარიანი კომპენსაცია დაუწესდებათ
შემდეგი სტატიადავით ბეჟუაშვილი “ბადაგონის” გენერალურ დირექტორს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის