სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ

არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები და პარტია “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ.

აქტივისტების განცხადებით, ისინი აპროტესტებენ იმას, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას არათანაბარი პირობები შეუქმნა და ამის გამო საბჭოთა კავშირის მსგავსად არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობს.

ადგილზე იმყოფება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძეც. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ამომრჩეველს არჩევნები მოპარეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკომ არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
შემდეგი სტატიალევან კობიაშვილი: “მაქსიმუმს გავაკეთებ რათა გავიმარჯვო”