ლევან კობიაშვილი: “მაქსიმუმს გავაკეთებ რათა გავიმარჯვო”

“იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი სპორტსმენი ვარ და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ვინც არ უნდა იყოს, ყოველთვის ვცემ პატივს და ვაფასებ და არც მეტი, არც ნაკლები, რასაკვირველია ისიც კარგად ვიცი, რომ პირველ ტურში ჩემზე მეტი ხმა აიღო, თუმცა, რასაკვირველია, ამას თავისი გარემოებები ჰქონდა, თუმცა, რასაკვირველია, მე როგორც ყოფილი სპორტსმენი და ამ შემთხვევაში, როგორც მოქმედი დეპუტატი მაქსიმუმს გავაკეთებ და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში გავიმარჯვებთ”, – განაცხადა “ქართული ოცნების” გლდანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა გლდანის ოლქში, ნიკა მელიამ, 43.88% აიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა ამავე ოლქში, ლევან კობიაშვილმა – 42.99%.

 

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ
შემდეგი სტატია21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9500-ზე მეტი წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი და 48 საერთაშორისო ორგანიზაცია