დავით სერგეენკომ არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

“ქართული ოცნების” საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ, არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

მისი განცხადებით, მან არჩევანი იმ ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც შეძლებს, რომ სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყნის განვითარებისთვის იმუშაოს.

დავით სერგეენკომ ოპოზიციის ბოიკოტზეც ისაუბრა.

“თუ ისე მოხდა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იქნება, ეს ნამდვილად არ იქნება ნორმალური ვითარება. დღეს ოპოზიციამ უკვე დაკარგა იმის შანსი, რომ მეორე ტურში მაჟორიტარული არჩევნები მოეგო. თუმცა, რჩება შესაძლებლობა პროპორციული სიებით და თუკი ამ დროის განმავლობაში მოლაპარაკებებში თანხმობის მიღწევა მოხდება, ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი, საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა,” – აცხადებს დავით სერგეენკო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთ ერთად მივიდა
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ