სამნიძე: დარწმუნებული ვარ, მივალთ შეთანხმებამდე, ეს იქნება რთული გზა

„დარწმუნებული ვარ, მივალთ შეთანხმებამდე, ეს იქნება რთული გზა“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძაე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპრომისი ყოველთვის ნიშნავს, რომ არც ერთი მხარე არაა ისე კმაყოფილი,როგორც გვინდა, რომ ვიყოთ.

„იმდენად მაღალ რანგშია აყვანილი ეს მოლაპარაკებები, იმდენად დიდია ჩართულობა, იმდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, რომ დარწმუნებული ვარ, მივალთ შეთანხმებამდე, ეს იქნება რთული გზა, შეთანხმება არ იქნება ადვილი, რადგან კომპრომისი ყოველთვის ნიშნავს, რომ არც ერთი მხარე არაა ისე კმაყოფილი,როგორც გვინდა, რომ ვიყოთ.
ეს არის მოლოდინი, მაგრამ კმაყოფილი ვიქნებით იმით და ჩვენი საზოგადოება პირველ რიგში, რომ ამ ორივე ძალიან დაპირისპირებულმა მხარემ შეძლო შეთანხმება და ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლითაც ეს ქვეყანა კიდევ ერთ მტკიცე ნაბიჯს გადადგამს წინ“, – განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიკელი და კრამერი: კონგრესმენებმა, როგორც საგანგებო წარმომადგენლებმა, თბილისში ვიზიტი უნდა დაგეგმონ
შემდეგი სტატიაკრისტიან დანიელსონი „ევროპული საქართველოსა” და “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერებს ხვდება