კრისტიან დანიელსონი „ევროპული საქართველოსა” და “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციის წევრებს ხვდება.

შეხვედრა “ევროპული საქართველოსა” და “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერებთან მიმდინარეობს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშისამნიძე: დარწმუნებული ვარ, მივალთ შეთანხმებამდე, ეს იქნება რთული გზა
შემდეგი სტატიაბაქრაძე: ჩემი განწყობა ბევრად უფრო პესიმისტურია, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში