კელი და კრამერი: კონგრესმენებმა, როგორც საგანგებო წარმომადგენლებმა, თბილისში ვიზიტი უნდა დაგეგმონ

გამოცემა The Bulwark-ზე აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, დევიდ კრამერისა და საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის სტატია გამოქვეყნდა. – როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მ პრობლემას საქართველოში. ავტორები განიხილავენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და ამ კრიზისში აშშ-ს როლს.
კელი და კრამერი მიიჩნევენ, რომ აშშ-მ მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის ფასილიტაციაში.

“საჭიროა გუნდი სახელმწიფო დეპარტამენტში, ახლა მხოლოდ სამი ოფიციალური პირია დამტკიცებული და პრეზიდენტს ჯერ კიდევ არავინ წარუდგენია მდივნის თანაშემწის პოსტზე. ამ პოზიციების შევსებას დრო დასჭირდება, თუმცა მანამდე კონგრესის რამდენიმე გადამწყვეტმა ფიგურამ, ორპარტიული შეთანხმების ფარგლებში უნდა დაგეგმონ ვიზიტი თბილისში და იმოქმედონ როგორც საგანგებო წარმომადგენლებმა. 2004 წელს სენატორი რიჩარდ ლუგარი ჩავიდა უკრაინაში რათა დახმარებოდა ქვეყნას სახიფათო ჩიხიდან გამოსვლაში. საქართველოს მსგავსი ძალისხმევა სჭირდება. ბოლო მოსმენა სენატის საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტში კონგრესის უფრო აქტიური როლის დასაწყისი იყო“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-მ უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა და მიანიშნოს შესაძლო სანქციებზე პასუხისმგებელი პირებისთვის.

“ბაიდენის ადმინისტრაცია ბევრი სხვადასხვა საშინაო და საგარეო გამოწვევის წინაშე დგას, აშშ-მ უნდა წაახალისოს (საქართველოში)კრიზისის გადაჭრა და გამოიყენოს თავისი ძლიერი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს შესაძლო სანქციებზე ზღვრამდე ქვეყნის მიყვანაზე პასუხისმგებელი პირებისთვის”.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიასამნიძე: დარწმუნებული ვარ, მივალთ შეთანხმებამდე, ეს იქნება რთული გზა