სამხრეთ კორეამ ფხენიანის მიერ ახალი ატომური გამოცდის შესახებ განაცხადა

სამხრეთ კორეამ ფხენიანის მიერ ახალი ატომური გამოცდის შესახებ განაცხადა

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური გამოცდის მოსამზადებელი აქტიურობები შენიშნა – ამის შესახებ დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პაკ კინ ხემ განაცხადა საკუთარ მრჩეველებთან შეხვედრისას – სააგენტო “იონხალი” ავრცელებს.
“ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, როცა არ ვიცით, ჩრდილოეთი კორეა წავა თუ არა პროვოკაციაზე, იმისათვის, რომ იზოლაციიდან გამოვიდეს და შიდა ერთობა გაამყაროს” – განაცხადა სამხრეთ კორეელმა ლიდერმა, რომლის თქმითაც, “მეხუტე ატომური აფეთქებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები შეინიშნება”.

სეულის აზრით, ფხენიანმა შესაძლებელია შრომის პარტიის ყრილობამდე, რომელიც მაისშია დაგეგმილი, კიდევ ერთი გამოცდა ჩაატაროს.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა ატომური იარაღის მზადყოფნაში ქონის შეასხებ, რომ “ნებისმიერ წამს შეიძლოს გამოყენება”.

banner
წინა სტატიაში„წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს“
შემდეგი სტატიალონდონში ჩერჩილის და ნელსონის სტატუეტებს რესპირატორები ჩამოაცვეს