„წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს“

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობის კანცელარიას შორის, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, კონსულტაციები გრძელდება.

 

„მიმდინარეობს კონსულტაციები პრეზიდენტთან. პრეზიდენტის განცხადება არ მინახავს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნაადრევია საუბარი“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას და მის მეთაურს 10 დღიანი ვადა ჰქონდა. დღეს კი, პრემიერმა კვირიკაშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებული განკარგულება პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის აქტს მაისის დასაწყისში გამოსცემს.
banner
წინა სტატიაშიბირთვული მასალის გასაღების ფაქტზე საქართველოს და სომხეთის 6 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეამ ფხენიანის მიერ ახალი ატომური გამოცდის შესახებ განაცხადა