სამხრეთ კორეა კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციისათვის სპეციალურ რაზმს ქმნის

5სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ შექმნა სპეციალური რაზმი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობისა და სარდლობის გასანადგურებლად არის განკუთვნილი – დღეს, 12 ოქტომბერს სააგენტო “იენხაპი” წერს.
“არმიას სურს სპეციალური ქვედანაყოფი ყავდეს, რომელსაც შეეძლება მტრულ ტერიტორიაზე შეიჭრას, დავალება შეასრულოს და უკან დაბრუნდეს” – სახმელეთო ჯარის სარდალმა ჩან ჩუნ კიუმ განაცხადა. მოდერნიზებული ქვედანაყოფის დავალებაში შედის, კონკრეტულად, კიმ ჩენ ინის და მისი გარემოცვის ლიკვიდაცია. სპეცრაზმს ეყოლება ვეტმფრენები MH-47. მას საშუალება აქვს 40 მზვერავი გადაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს სამხრეთკორეელმა სამხედრობმა განაცხადეს, რომ ფხენიანი ახალი ატომური იარაღის გამოცდისთვის ემზადება. ასევე, იმავე თვეს ფხენიანმა მეხუთე ატომური გამოცდა ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე: ვაგრძელებთ ბრძოლას მეორე ტურში და ვიბრძვით გამარჯვებისთვის
შემდეგი სტატიანავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მოწმის თქმით, შემთხვევის ადგილზე დათა ახალაიაც იმყოფებოდა