ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მოწმის თქმით, შემთხვევის ადგილზე დათა ახალაიაც იმყოფებოდა

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები არიან დათა ახალაია და გია დგებუაძე, იგივე “მასტერა”, დღეს ყოფილი სპეცრაზმელი და სამედიცინო ექსპერტი დაკითხეს.

ყოფილმა სპეცრაზმელმა გელა ტაბატაძემ განაცხადა, რომ სპეცრაზმის სპეცოპერაციის ადგილზე მისვლისას სროლები შეწყდა. მან ასევე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე იცნო დათა ახალაიაც.

როგორც ყოფილი სპეცრაზმელის ჩვენებაზე პროკურორი აცხადებს, ამ ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციაში სპეცრაზმი არ მონაწილეობდა.

დათა ახალაიას ადვოკატი კი აცხადებს, რომ ყოფილი სპეცრაზმელის ჩვენებით არავის ბრალეულობა არ იკვეთება.

რაც შეეხება დღეს დაკითხულ კიდევ ერთ მოწმეს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტს, მან განაცხადა, რომ კუდ-ის უყოფილი მაღალჩინოსანი შალვა თათუხაშვილი, რომელიც ამ საქმეზე ერთ-ერთი მოწმე იყო, გარდაიცვალა ალკოჰოლის მწვავე ინტოქსიკაციით და სუნთქვის უკმარისობით. თუმცა, ამ დასკვნას ახალაიას ადვოკატი გაყალბებულად მიიჩნევს და თათუხაშილის მიერ ახალაიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებას პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლად აფასებს.

ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ თათუხაშვილი სწორედ ამ ჩვენების შეცვლას აპირებდა, თუმცა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

სამედიცინო დასკვნაზე პროკურატურა აცხადებს, რომ თათუხაშვილის ჩვენებაზე აღმოჩენილი დაზიანებები მას მიღებული ქონდა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ხოლო როკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა გაცილებით უფრო ადრე. პირველად ის ადვოკატების თანდასწრებით დაიკითხა. პროკურორი დავით ნეფარიძე კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე სახის ზეწოლას მოწმე შალვა თათუხაშვილის მიმართ.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეა კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციისათვის სპეციალურ რაზმს ქმნის
შემდეგი სტატიამარინ ლე პენმა ოლანდს პუტინთან შეხვედრის ჩაშლაში დასდო ბრალი