სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მარიხუანის მოწევა დაუშვეს, მაგრამ არა ყველგან

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ზრდასრულ მოქალაქეებს არასაზოგადოებრივ ადგილებში მარიხუანის მოწევის უფლება მისცა. გადაწყვეტილების საბაბი სამი სამხრეთ აფრიკელის საჩივარი იყო, რომლებიც მარიხუანის მოწევის გამო დააპატიმრეს. ისინი ამბობდნენ, რომ აკრძალვა “მათ ცხოვრებაში დაუშვებელი ფორმით შეიჭრა”. სასამართლომ, მოქალაქეებს, ასევე, უფლება მისცა კანაფი პირადი მოხმარებისთვის გაზარდონ. პარლამენტი კი გადაწყვეტს რამდენი გრამი მარიხუანის შენახმა შეიძლება სახლში – “ბიბისი” წერს.

გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს, მისი შესრულება აუცილებელია. საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებლობის შესაცვლელად პარლამენტს ორი წელი მისცა.

აფრიკაში მარიხუანის გამოყენება ზიმბაბვესა და ლესოტოშია დაშვებული, ისიც მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამშრომლების ელ-ფოსტაზე კიბერშეტევა დაადასტურა
შემდეგი სტატიაისრაელმა Ил-20-ის ჩამოგდებაში ასადის რეჟიმს დააკისრა პასუხისმგებლობა